Accessibility links

logo-print

სტარტი აიღო ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის მისიამ


ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დღეს კოსმოსში გაუშვა ორი მძლავრი ტელესკოპი “ჰერშელი” და “პლანკი”, რომელთაც უკავშირებენ სამყაროს წარმოშობაზე, აგრეთვე ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ფორმირებაზე ინფორმაციის მოპოვების იმედს. ორი ტელესკოპი, რომელთა ფასიც 2,5 მილიარდ დოლარს აღწევს, კოსმოსში გაიყვანა რაკეტამ “არიანე” ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოდრომიდან, რომელიც საფრანგეთის გვინეაში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG