Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მარინა ფოჩხუა


15 მაისს ”ოჯახების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით რადიო თავისუფლების დილის ეთერში მოვიწვიეთ მარინა ფოჩხუა, დევნილ ქალთა ასოციაცია ”თანხმობის” თავმჯდომარის მოადგილე. მან ისაუბრა ასოციაციის ბოლო პროექტზე - ”ჩვენი და თქვენი უფლებებისთვის”. ფოჩხუას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დევნილების გათვითცნობიერება მათსავე უფლებებში. პროექტის მთავარი მიზანი - ”ადამიანებს უნდა გავაგებინოთ - უნდა შეაწუხო, უნდა მოითხოვო, მაგრამ უნდა იცოდე - რა გეკუთვნის” - ამბობს მარინა ფოჩხუა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დევნილებისა და გასული წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილების პრობლემებს შორის მსგავსებასა და განსხვავებაზეც საუბრობს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG