Accessibility links

logo-print

ზუგდიდში განცხადებების ჩამოხევის გამო თინეიჯერი გოგონები დააკავეს


გუშინ, ზუგდიდში პოლიციამ დააკავა 13-14 წლის სამი გოგონა, რომელთაც ჩამოხიეს განცხადებები მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით ძებნილებზე ინფორმაციისთვის დაწესებული ჯილდოს შესახებ. ანა ცანავა, ნატა ესართია და თეონა ფიფია პოლიციაში დაკითხვაზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ისინი სახლში გაუშვეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუზის“ ზუგდიდელი კორესპონდენტი იუწყება. გოგონები აცხადებენ, რომ მათ არც იცოდნენ რას ხევდნენ.
XS
SM
MD
LG