Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრა


ჯო ბაიდენმა და მიხეილ სააკაშვილმა 14 მაისს გამართულ სატელეფონო საუბრში განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის მოზომილ პასუხს ოპოზიციის მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მცდელობას, გამართოს მოლაპარაკება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. ბაიდენმა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგალითად, ეუთოს მოღვაწეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა, გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებელთა განთავსებას.
XS
SM
MD
LG