Accessibility links

logo-print

გროზნოში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა


გროზნოში აფეთქებამ, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო, ორი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქება ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრ რუსლან ალხანოვის განცხადებით, გამომძიებლები ცდილობენ მოიერიშის ვინაობის დადგენას. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ორმა უცნობმა პირმა სცადა შენობის წინ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გავლა. როცა პოლიციამ მათი შეჩერება სცადა, ერთ-ერთმა მამაკაცმა თავი აიფეთქა, მოკლა ორი და დაჭრა რამდენიმე პოლიციელი.
XS
SM
MD
LG