Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


15 მაისს ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნავს, რომ „გასული წლის შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის უფრო სწრაფი გაუმჯობესება“. რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში ჰამერბერგის მეოთხე ვიზიტის შედეგად მომზადებულ მოხსენებაში კომისარი ხაზგასმით აცხადებს, რომ აუცილებელია მის მიერ შემუშავებული ექვსი პრინციპის შესრულება. გარდა ამისა, მოხსენებაში დიდი ყურადღება ეთმობა აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კონკრეტულ საკითხებს. მათ შორისაა: გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სტატუსის პრობლემა. ჰამერბერგის მოხსენებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ აუცილებელია გაუგრძელდეს კონკრეტული მანდატი საერთაშორისო წარმომადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფდა მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. ევროსაბჭოს კომისრის აზრით, აფხაზეთში გაეროს მისია 2009 წლის 15 ივნისის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG