Accessibility links

logo-print

პაკისტანში ათასობით ადამიანს მიეცა საბრძოლო ზონიდან გაქცევის შესაძლებლობა


პაკისტანში სამხედროებმა შეაჩერეს კომენდანტის საათის მოქმედება ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ მინგორაში, სადაც თალიბებთან ბრძოლა მიმდინარეობს. კომენდანტის საათის შეჩერების მიზანია, სამოქალაქო პირებს მიეცეთ საშუალება, დატოვონ მინგორა, რომელიც ადმინისტრაციული ცენტრია სვატის ხეობაში. პაკისტანის არმიამ აპრილის ბოლოს წამოიწყო ახალი იერიში სვატში და მიმდებარე რეგიონებში ექსტრემისტების გასანადგურებლად. გაეროს ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად ადგილნაცვალ პირთა რიცხვი 900 000-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG