Accessibility links

logo-print

რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მეამბოხეები შეწყალებას ვერ ეღირსებიან


ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნოში დღეს მომხდარი თავდასხმების შემდეგ გადაწყვიტა, ამიერიდან აღარ გამოუცხადოს ამნისტია დაპატიმრებულ მეამბოხეებს. რია "ნოვოსტის" მოჰყავს კადიროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მეამბოხეები შეწყალებას ვეღარ ეღირსებიან. დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა გროზნოში, სადაც თვითმკვლელმა მოიერიშემ ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე თავდასხმის მოწყობა სცადა. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის რუსლან ალხანოვის ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმლიანმა ორმა პირმა სცადა შენობაში შეღწევა, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს; რის შემდეგაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ორი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG