Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი გაწბილებულია რუსეთის პოზიციის გამო


შეერთებული შტატები ღრმა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ეუთოს მორიგე თავმჯდომარის, საბერძნეთის წინადადების გარშემო საქართველოში სამეთვალყურეო მისიის საქმიანობის შესახებ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო განცხადებაში, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა. ვაშინგტონის საგარეო უწყების განცახდებაში ნათქვამია, აგრეთვე, შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს ძალისხმევას, რათა შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო მეთვალყურეთა საქმიანობა მთელს საქართველოში, რაც ხელს შეუწყობდა ვითარების გაუმჯობესებას უსაფრთხოების, ჰუმანიტარულსა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში. "ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG