Accessibility links

არასაპარლამენტო ოპოზიცია გასვლით აქციებს დიდუბიდან იწყებს


“ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ აკაკი წერეთლის სახელობის სკვერში მიმდინარე მიტინგზე განაცხადა, რომ ასეთივე აქციებს გამართავენ დიდ დიღომში, გლდანში და თბილისის სხვადასხვა რაიონებში. შეხვდებიან მოსახლეობას, იქნება საუბარი ინდივიდუალურ პრობლემებზე. 20 მაისიდან კი დაგეგმილია ოპოზიციის ლიდერების რეგიონებში გასვლა. ასეთი აქციებით ოპოზიცია 26 მაისისთვის მომხრეების მობილიზებას ცდილობს. საქართველოს ხელისუფლება და გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციები 26 მაისს დაინახავენ თუ რამდენი ხალხი შეიკრიბება, მაშინ გამოჩნდება ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავსო - განაცხადა მამუკა კაციტაძემ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG