Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში ჯონ ქერის შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში ამერიკელ სენატორ ჯონ ქერის შეხვდა. დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტებზე, საქართველოში არსებულ ვითარებასა და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. ჯონ ქერის განცხადებით, აშშ მზადაა საქართველოს ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება მალე გამოსწორდება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. იგი ასევე სიტყვით გამოვა G11-ის სამიტზე, რომელიც ამანში გაიმართება.
XS
SM
MD
LG