Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალი გაიმართება


დღეს მთელ მსოფლიოში, სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი უყურებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალს, რომელსაც წელს მოსკოვი მასპინძლობს - პირველად ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში, მას შემდეგ, რაც მომღერალმა დიმა ბილანმა გაიმარჯვა ევროვიზიის წინა, რიგით 53-ე, კონკურსში, რომელსაც სერბია მასპინძლობდა. კონკურსის ფინალში არ მონაწილეობს საქართველო: ჯგუფი სტეფანე და სამი ჯი ფინალში არ დაუშვეს, რადგან მისი სიმღერა "We Don't Wanna Put In” პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მისამართით სიტყვების თამაშს შეიცავდა. ეს კი ევროვიზიის კონკურსის მესვეურებმა საქართველოში რუსეთის ინტერვენციის კრიტიკად აღიქვეს და სიმღერა, პოლიტიკური შინაარსის გამო, კონკურსზე არ დაუშვეს. თბილისში გუშინ დაიწყო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ევროვიზიის კონკურსის ერთგვარ ალტერნატივად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG