Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სულ ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა მანქანის აფეთქების შედეგად


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კაცი კი დაიჭრა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად. ფეშავარის ჩრდილო-აღმოსავლეთით 120-მდე კილომეტრში მდებარეობს სვატის ხეობა, სადაც პაკისტანის ჯარებს და თალიბანს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. არმიის ინფორმაციით, ბრძოლებში ბოლო დღე-ღამის მანძილზე სამი ჯარისკაცი და 47 თალიბი ექსტრემისტი დაიღუპა. ამავე წყაროს ცნობით, სამხედროებმა წინ წაიწიეს სვატის ხეობის ადმინისტრაციულ ცენტრ მინგორას მიმართულებით.
XS
SM
MD
LG