Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა


ინდოეთის საყოველთაო არჩევნებში მმართველმა კონგრესის პარტიამ გაიმარჯვა. არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ კონგრესის პარტიას პარლამენტში 260 მანდატი ერგება, რაც ნიშნავს, რომ ის ვერ მოიპოვებს აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 272 მანდატს. არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარეს წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა. პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინხის განცხადებით, მის მმართველ ალიანსს ელექტორატმა ძლიერი მანდატი მისცა. კონგრესის პარტიას ახლა მოუწევს უფრო მომცრო პარტიებთან მოლაპარაკება, კონსტიტუციის შესაბამისად, 2 ივნისამდე ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
XS
SM
MD
LG