Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარდა გადიროვს დატოვებული აქვს წერილი, რომელშიც თავის მოტივს ახსენებს


აზერბაიჯანში გაკეთებული განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც 30 აპრილს 12 ადამიანი მოკლა ბაქოს ნავთობის სახელმწიფო აკადემიაში, დატოვებული აქვს წერილი, რომელშიც ამბობს, რომ სურდა “მოკვლის სიამოვნების” განცდა. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში. მასშივე ვკითხულობთ, რომ 29 წლის ფარდა გადიროვი თავს მოიხსენიებდა “მარტოხელა მგლად”. გამომძიებლების განცხადებით, გადიროვს - საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელს - თბილისში ჰქონდა შეძენილი იარაღი და ტყვია-წამალი, რომელიც მოგვიანებით, ბაქოში სროლის დროს გამოიყენა.
XS
SM
MD
LG