Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველთა აქცია დაარბიეს


მოსკოვში პოლიციამ დაარბია ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა აღლუმი - სულ რამდენიმე საათით ადრე მოსკოვში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დაწყებამდე. გამოსვლაში სექსუალურ უმცირესობათ უფლებების 30-მდე დამცველი მონაწილეობდა. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ რუსეთში ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს აქციის 20-მდე მონაწილე, მათ შორის რუსეთში ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის მოძრაობის ლიდერი ნიკოლაი ალექსეევი. მოსკოვშივე დღეს კონტრ-დემონსტრაციაც გაიმართა. რელიგიურ-ნაციონალისტური გაერთიანებების აქტივისტებმა სექსუალური უმცირესობები დაგმეს.
XS
SM
MD
LG