Accessibility links

logo-print

ევროვიზიის კონკურსში ნორვეგიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა


წარმოშობით ბელორუსმა ნორვეგიელმა მომღერალმა და მევიოლინემ ალექსანდრ რიბაკმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ლაურეატის წოდება მოიპოვა. მოსკოვში გამართულ ფინალურ კონკურსში რიბაკის სიმღერა “ზღაპარმა” 24 სხვა ფინალისტის მუსიკალურ ნომრებს აჯობა და მთავარ პრიზს სკანდინავიაში მიუჩინა ადგილი. 42 ქვეყნის ტელემაყურებელთან ერთად, 25 ფინალისტს კენჭს უყრიდა საგანგებო ჟიურიც, რაც პირველი შემთხვევაა ამ კონკურსის 54-წლიან ისტორიაში. მეორე ადგილზე გავიდა ისლანდია, ხოლო მესამეზე - აზერბაიჯანი. კონკურსის ფინალში არ მონაწილეობდა საქართველო: ჯგუფი “სტეფანე და სამი G” ფინალში არ დაუშვეს, რადგან მისი სიმღერა "We Don't Wanna Put In” რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მისამართით სიტყვების თამაშს შეიცავდა. ეს კი კონკურსის მესვეურებმა საქართველოში რუსეთის ინტერვენციის კრიტიკად აღიქვეს და სიმღერა, პოლიტიკური შინაარსის გამო, კონკურსზე არ დაუშვეს.
XS
SM
MD
LG