Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტი, შესაძლოა, ქალი გახდეს


ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის წინ გამართული გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების რეალური შანსი აქვს დალია გრიბაუსკაიტეს, რომელიც ამჟამად ევროპის კავშირის საბიუჯეტო საკითხების კომისარია. თუ პროგნოზი გამართლდა, 53 წლის გრიბაუსკაიტე ლიტვის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი იქნება. ამჟამინდელი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ორი ხუთწლიანი ვადის შემდეგ თანამდებობას ტოვებს.
XS
SM
MD
LG