Accessibility links

შრი ლანკაში სეპარატისტები ბრძოლის შეწყვეტას აპირებენ


შრი ლანკაში სეპარატისტული მოძრაობის წარმომადგენლის განცხადებით, "ტამილელი ვეფხვები" ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას შეწყვეტენ. ამ ინფორმაციას ავრცელებს მეამბოხეების მხარდამჭერი ვებსაიტი ტამილნეტი სეპარატისტების წარმომადგენლის განცხადებაზე მითითებით. გუშინ კი შრი ლანკის პრეზიდენტმა მაჰინდა რაჯაპაკსამ განაცხადა, რომ არმიამ, სამხედრო თვალსაზრისით, დაამარცხა სეპარატისტები. "ტამილელი ვეფხვები" 25 წელიწადზე მეტია იბრძვიან შრი ლანკაში ტამილების უმცირესობის დამოუკიდებლობისთვის. ამ ბრძოლის მანძილზე 70 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ექსპერტები ახლა შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ "ტამილელმა ვეფხვებმა" შესაძლოა მეტი აფეთქება და თვითმკვლელების იერიშები მოაწყონ, რახან მარცხი განიცადეს კონვენციურ სამხედრო დაპირისპირებაში.
XS
SM
MD
LG