Accessibility links

პაკისტანის ჯარებსა და თალიბებს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს


პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, დღეს ინტერნსიურმა ბრძოლამ იფეთქა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვატის ხეობის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ მინგორისაკენ ჯარების წინსვლის დროს. მინგორა თალიბი ექსტრემისტების მთავარი დასაყრდენია ამ რეგიონში. ამასთან, პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთში თალიბანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის შედეგად, სამი კვირის მანძილზე 1000-ზე მეტი ექსტრემისტი იქნა მოკლული. დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ ეს მაჩვენებელი. უშიშროების ძალებმა, გასული თვის მიწურულს წამოიწყეს ოპერაცია, რადგან თალიბანმა სცადა კონტროლის დამყარება რამდენიმე რაიონზე ჩრდილოდასავლეთში, სვატის ხეობაში სადავო სამშვიდობო გარიგების შემდეგ. ბრძოლების გამო ადგილნაცვალ სამოქალაქო პირთა რიცხვი, გაეროს ინფორმაციით, მილიონს აღემატება.
XS
SM
MD
LG