Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ჩაფრინდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ ვაშინგტონში ჩაფრინდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ხვალ შესახვედრად. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკების დროს საუბარი შეეხება დაბრკოლებებს ისრაელ-პალესტინელების სამშვიდობო პროცესში. ნეტანიაჰუს ჯერ არ გამოუთქვამს მხარდაჭერა ორი სახელმწიფოს არსებობის კონცეფციის მიმართ - ეს კონცეფცია გულისხმობს პალესტინელების სახელმწიფოს შექმნას ისრაელის სახელმწიფოს მეზობლად. დღეს უფრო ადრე, ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იორდანიაში ვიზიტის დროს მიესალმა აშშ-ის ახალ ძალისხმევას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG