Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ქალი გახდება- პირველად ლიტვის ისტორიაში


ლიტვაში დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტ-პოლები მიანიშნებს, რომ გამარჯვება ერგება 53 წლის დალია გრიბაუსკაიტეს - ქალს, ლიტვის ისტორიაში პირველად. თუმცა, არჩევნების მეორე ტური იქნება საჭირო, თუ აღმოჩნდა, რომ დღევანდელ, პირველ ტურში მონაწილეებს რიცხვი არ აღემატებოდა ელექტორატის 50 პროცენტს. ბოლო მონაცემებით, კენჭისყრის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, მონაწილე ამომრჩევლების რიცხვი ელექტორატის 49 პროცენტს შეადგენდა. ერთ-ერთი ეგზიტ-პოლის მიხედივთ, გრიბაუსკაიტეს ხმების თითქმის 68 პროცენტი ერგო. ამჟამად გრიბაუსკაიტე ევროკავშირის საბიუჯეტო საკითხების კომისარია. რაც შეეხება ლიტვის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს, ის ორი ხუთწლიანი ვადის შემდეგ ტოვებს თანამდებობას.
XS
SM
MD
LG