Accessibility links

logo-print

ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალმა კანდიდატმა გაიმარჯვა


ლიტვაში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა დალია გრიბაუსკაიტემ, რომელიც ახლა არის ევროკომისარი საბიუჯეტო საკითხებში. თითქმის სრულყოფილი ოფიციალური მონაცემებით, 53 წლის გრიბაუსკაიტემ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 69 პროცენტი მიიღო. საარჩევნო უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, გუშინდელ ტურში ამომრჩეველთა დაახლოებით 51 პროცენტი მონაწილეობდა, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტურის ჩატარება აღარ იქნება საჭირო. დალია გრიბაუსკაიტე ლიტვის პრეზიდენტის პოსტზე ვალდას ადამკუსსს შეცვლის, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე ორი ხუთწლიანი ვადით იმსახურა. გრიბაუსკაიტეს განცხადებით, მისთვის პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგ უმთავრესი გამოწვევები ეკონომიკის განვითარების შენელებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
XS
SM
MD
LG