Accessibility links

logo-print

ბორის გრიზლოვი სოხუმშია


სოხუმში ჩავიდა რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი, რომელსაც ბაბუშერის აეროპორტში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე დახვდნენ. როგორც რუსული და აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, აეროპორტიდან გრიზლოვი გაემგზავრა მეომართა დიდების პარკში, სადაც 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამდივნოს ცნობით, სერგეი ბაღაფშისა და რუსეთის დუმის სპიკერის შეხვედრისას სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის და ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილებოდა. სოხუმში ბორის გრიზლოვის ვიზიტის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს პროტესტი გამოთქვა.
XS
SM
MD
LG