Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაავადებათა ცენტრი: საქართველოში ღორის გრიპის საფრთხე არ არსებობს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში ღორის გრიპის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ცენტრის განმარტება მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მეზობელ თურქეთში აშშ-დან ტრანზიტით ჩასული სამი ადამიანი ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, რისკი რეალურად იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ ღორის გრიპი ლოკალურად გავრცელდება ქვეყნებში, რომელთანაც საქართველოს მოქალაქეებს ინტენსიური მიმოსვლა აქვთ. ცენტრი პრევენციის მიზნით ამოწმებს ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან იმ ქვეყნებდიან, სადაც ღორის გრიპის შემთხვევები უკვე არსებობს.
XS
SM
MD
LG