Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ღორის გრიპის შემთხვევებმა 120-ს გადააჭარბა



დღეს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა. დაავადებულთა უმრავლესობა თინეიჯერია. ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სკოლების ნაწილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 39 ქვეყანაში ღორის გრიპით დაავადდა 8 ათას 480 ადამიანი, რომელთაგან 72 გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG