Accessibility links

logo-print

ობამა მხარს უჭერს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს ვარიანტს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. მან ასევე თქვა, რომ უნდა შეწყდეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაულ დასახლებათა ექსპანსია. ამერიკის პრეზიდენტმა ორივე მხარეს მოუწდა, ეს მომენტი და ეს შანსი მშვიდობისთვის გამოიყენონ. ნეტანიაჰუმ თქვა, რომ მზად არის უმალ დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ პალესტინელებმა უნდა აღიარონ ისრაელი, როგორც ებრაული სახელმწიფო. ირანის ბირთვულ პროგრმაზე საუბრისას ობამამ თქვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, წლის ბოლომდე იქნეს მიღწეული გარკვეული წინსვლა. მაგრამ, მისი სიტყვებით, საჭირო არ არის დიპლომატიისთვის ხელოვნური ვადების დაწესება.
XS
SM
MD
LG