Accessibility links

logo-print

რუსეთი და თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთი ჟენევის მოლაპარაკებებს ტოვებენ


რუსეთმა განაცხადა, რომ დატოვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც ორშაბათს დაიწყო ჟენევაში. მოსკოვმა ამის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა აფხაზეთმა. ინტერფაქსს მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის სიტყვები, რომლის თანახმად, რუსეთის დელეგაციასთან ერთად მოლაპარაკებები დატოვა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციამაც. "ერთ-ერთი მხარის გარეშე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული საკითხების განხილვა განწირული საქმეა, კონსულტაციები ჩვენთან ერთად სამხრეთ ოსეთმაც დატოვა," განაცხადა კარასინმა ჟენევაში. გაეროს, ეუთოსა და ევროპის კავშირის შაუმავალთა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც რუსეთის დელეგაციამ დატოვა ჟენევის მოლაპარაკებები, ნათქვამია, რომ თანათავმჯდომარეები მუშაობენ იმაზე, რომ მოლაპარაკებები 19 მაისს დილით განახლდეს და ყველა მხარეს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ მასში.

XS
SM
MD
LG