Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედროთა შემცირებას აპირებს


რუსეთმა შესაძლოა, მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ ბაზებზე სამხედროთა რაოდენობა შეამციროს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ კოლმაკოვმა განუცხადა. გენერლის განმარტებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბაზების სრული მოცულობით დისლოცირება შესაძლოა, აზრს მოკლებული იყოს, რის გამოც შემადგენლობის ნაწილი თავად რუსეთის ტერიტორიაზე განლაგდება. დღესვე გენერალმა კოლმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ნატოს სამხედრო სწავლების მიმდინარეობას აკვირდება, რის საფუძველზეც ივნისში დაგეგმილი ოპერატიულ-სტრატეგიული წვრთნის „კავკასია 2009“-ის კორექტირებას აპირებს
XS
SM
MD
LG