Accessibility links

logo-print

რუსეთი აფხაზეთის საზღვრის სრულფასოვნად დაცვას 1 ინვისიდან დაიწყებს


რუსი მესაზღვრეები აფხაზეთის საზღვრის მთელი პერიმეტრის სრულფასოვნად დაცვას პირველი ინვისიდან დაიწყებენ - ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან სოხუმში, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალმა ტრუფანოვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სასაზღვრო ინფრაქტრუქტურის მოწყობის პროცესი მაისის ბოლოს დასრულდება. რუს მესაზღვრეებს რომ ჯერჯერობით აფხაზები სჭარბობენ, ეს რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონიდან ზუგდიდისკენ მიმავალმა ადამიანებმაც დაუდასტურეს
XS
SM
MD
LG