Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ განიარაღების თაობაზე


შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა მოსკოვში დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლის მიზანია შეიცვალოს ცივი ომის დროინდელი ბირთვული განიარაღების ხელშეკრულება, რომელსაც წლის ბოლოს გასდის ვადა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალის შემცირებას და სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის საფუძვლად მიიჩნევა. შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და დმიტრი მედევევი აპრილში შეთანხმდნენ, განაახლონ ამ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უნდა შემუშავდეს საგანგებო წინადადებები, რომლებიც განხილულ იქნება ივლისის დასაწყისში, როცა ობამა მოსკოვში ჩავა ვიზიტით.
XS
SM
MD
LG