Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენმა ბალკანეთის ტურნე დაიწყო


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს დაიწყო ბალკანეთის ტურნე, რომლის მიზანია რეგიონში შეერთებული შტატების აქტიურობის ჩვენება. ბაიდენი ჩავიდა სარაევოში, სადაც ის ხვდება ბოსნიის პოლიტიკურ ლიდერებს და გამოვა პარლამენტში. ბაიდენს თან ახლავს ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორი ხავიერ სოლანა. ბაიდენი შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის პოლიტიკოსია, რომელიც ბოსნიას ესტუმრა, მას მერე, რაც იქ 1999 წელს ჩავიდა პრეზიდენტი ბილ კლინტონი. ოხშაბათს ბაიდენი გაემგზავრება ბელგრადში, სადაც შეხვდება სერბიის პრეზიდენტ ბორის ტადიჩს და სხვა ოფიციალურ პირებს. ხუთშაბათს დაგეგმილია მისი ვიზიტი კოსოვოში.
XS
SM
MD
LG