Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: "სამშვიდობო კომპონენტის შემოტანა პრინციპული საკითხია"


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია
დღეს ჟენევაში დასრულდა საქართველოს კრიზისის მოგვარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მოლაპარაკებები. ეს იყო აგვიტოს ომის შემდეგ განსაზღვრული ფორმატით მიმდინარე პროცესის რიგით მეხუთე რაუნდი, რომელსაც პირველ დღეს - 18 მაისს - ჩაშლა დაემუქრა. ჩაშლის პირას მოლაპარაკება მიიყვანა რუსეთის დელეგაციისა და, მასთან ერთად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლობის მუქარამ, რომ უარს იტყოდნენ მოლაპარაკების გაგრძელებაზე, თუკი საქართველო არ დათანხმდებოდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას. საბოლოოდ ჟენევის მოლაპარაკება არ ჩაშლილა, ის დღეს განახლდა და დასრულდა კიდეც. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, იოჰან ვერბეკეს განცხადებით, სირთულეების მიუხედავად მოლაპარაკებების სწორედ მეხუთე რაუნდი იყო ყველაზე სიღრმისეული. ჟენევის შეხვედრას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, პიერ მორელისგანაც, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი 1 ივლისს დაიწყება. იმის გასარკვევად, თუ როგორ აფასებს საქართველოს მხარე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს, რადიო “თავისუფლება” ჟენევაში ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას.
XS
SM
MD
LG