Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო მიესალმება ჟენევის მოლაპარაკებაზე მიღწეულ შედეგს


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, საბერძნეთი, მიესალმება დღეს ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეულ მცირე წინსვლას. "ჟენევის დისკუსიების მეხუთე რაუნდზე საკვანძო მნიშვნელობის ელემენტი იყო ის, რომ მონაწილეებმა დაიწყეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონკრეტული ზომების განხილვა", განაცხადა ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა ხარალამპოს ხრისტოპულოსმა. მისი თქმით, ასევე წინსვლა შეინიშნება ჰუმანიტარულ საკითხებში, რომლებშიც ეუთო საგანგებო როლს თამაშობს, მათ შორის წყლის პრობლემასთან დაკავშირებით. დღეს და გუშინ დისკუსია ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში გაიმართა. ერთი - რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეეხებოდა, მეორე კი - ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების საკითხს. ქრისტოპულოსის გარდა მოლაპარაკებებს უძღვებოდნენ გაეროს მხრიდან ელჩი იოჰან ვერბეკე და ევროკავშირიდან ელჩი პიერ მორელი.
XS
SM
MD
LG