Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კავკასიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უდიდესი სამხედრო მანევრების ჩატარებას აპირებს


2009 წლის ივნისში რუსეთი კავკასიაში მსხვილი მასშტაბის სამხედრო სწავლებას ჩაატარებს, იტყობინება იტარ-ტასი. სამხედრო მანევრებში მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ყველა ბრიგადა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრ კოლმაკოვის თქმით, თავისი მასშტაბებით ეს სამხედრო მანევრები საბჭოთა კავშირის დროინდელ მანევრებს შეიძლება შეედაროს. კოლმაკოვის თანახმად, სამხედრო სწავლება "კავკაზ-2009"-სთან ერთად ქვეყნის ყველა სამხედრო ოლქში გაიმართება საჩვენებელი ტაქტიკური სწავლებები. მათში მონაწილეობას მიიღებენ ახალი სტრუქტურის სამხედრო ბრიგადები. ისინი გასული წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების დროს მიღებულ გამოცდილებას გააღრმავებენ.
XS
SM
MD
LG