Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს საელჩოს ყოფილ თანამშრომელს


სამშაბათს ბრიტანეთის სასამართლომ ლონდონში საქართველოს საელჩოს ყოფილ თანამშრომელს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა ავარიაში ველოსიპედისტის მოკვლის, გაქცევისა და შემდეგ კვალის დაფარვის მცდელობისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქემ, ნათელა გრინინამ 54 წლის თომას სიპლ-დოს დააჯახა ავტომობილი, როცა ის 2005 წლის 11 მარტს დასავლეთ ლონდონის ქუჩებში მაღალი სიჩქარით მართავდა მანქანას. პასუხისგებისთვის თავის არიდების მიზნით გრინინამ დატოვა დიდი ბრიტანეთი, ავტომობილი კი საინტერნეტო აუქციონის, eBay-ს მეშვეობით გაყიდა. მაგრამ ის ავტონაწილებით მოვაჭრემ ამოიცნო ამ საქმესთან დაკავშირებით სატელევიზიო პროგრამის ნახვის შემდეგ. გრინინას ადგილსამყოფელი უცნობია. სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერის გასცა.
XS
SM
MD
LG