Accessibility links

logo-print

აშშ პაკისტანს 100 მილიონ დოლარით დაეხმარება


აშშ-ის განცხადებით, ის პაკისტანს გამოუყოფს 100 მილიონამდე დოლარს იმ ადგილნაცვალ პირთა დასახმარებლად, ვინც პაკისტანის ჯარებსა და თალიბებს შორის ბრძოლებს გაექცა. ამ შინაარსის განცხადება დღეს ვაშინგტონში გააკეთა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ვაშინგტონი პასუხობს პაკისტანის თხოვნას. ფინანსური დახმარება მოხმარდება კარვების, საკვების შეძენას, წყლით მომარაგებას. გაეროს მონაცემებით, მიმდინარე თვეში 1,5 მილიონამდე ადამიანი გაექცა ბრძოლებს სვატის ხეობიდან, სადაც პაკისტანის ჯარები სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ თალიბანის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG