Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ბოსნიას ეთნიკური დაპირისპირების გამო აკრიტიკებს


აშშ ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ბოსნიის ლიდერებს აკრიტიკებს და აფრთხილებს, რომ ხანგრძლივმა ეთნიკურმა დაპირისპირებამ შესაძლოა, ქვეყანა გასული საუკუნის 90-იანი წლების სისხლიანი კონფლიქტების მდგომარეობაში დააბრუნოს. ბაიდენმა ბოსნიის პარლამენტში განაცხადა, რომ ვაშინგტონს აშფოთებს ბოსნიის მიერ არჩეული მიმართულება. ბოსნიის ხელისუფლება ეთნიკურად დაპირისპირებული პირებისგან შედგება და მათ შორის ქიშპი 1995 წლის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ არ შეწყვეტილა. ეს კი წინ ეღობება ბოსნიის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ბაიდენი აცხადებს, რომ ბოსნიის ერთადერთი რეალური გზა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ ევროკავშირის წევრობაზე გადის, თუმცა, ბოსნიამ ამ გზიდან გადაუხვია.
XS
SM
MD
LG