Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი მოსკოვში განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებს შეუდგნენ


რუსეთი და შეერთებული შტატები ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს შეუდგნენ, რისი მიზანიც არის ცივი ომის ეპოქის დროინდელი ხელშეკრულების შეცვლა. საუბარია 1991 წლის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის მოქმედების ვადაც მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-ს ჯგუფს ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი, რუსეთის ჯგუფს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ანატოლი ანტონოვი. მოლაპარაკებები სამდღიანია.
XS
SM
MD
LG