Accessibility links

logo-print

შუამავლები ჟენევის პროცესში პროგრესს მიესალმებიან


ჟენევის კონსულტაციების საერთაშორისო შუამავლები აცხადებენ, რომ საქართველომ და რუსეთმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებისას, თუმცა ძირითად საკითხებზე უთანხმოება მხარეებს კვლავაც აქვთ. სამშაბათს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი შეკრება 1 ივლისს გაიმართება. საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პიერ მორელი აცხადებს, რომ პროცესი სწორ კალაპოტს დაუბრუნდა. ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა – საბერძნეთი მიესალმება ბოლო კონსულტაციებისას მიღწეულ მდგრად პროგრესს.
XS
SM
MD
LG