Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღა ევროკავშირი-ჩინეთის სამიტს მასპინძლობს


პრაღა დღეს ევროკავშირი-ჩინეთის სამიტს მასპინძლობს. ჩინეთის პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში. ეს სამიტი, პეკინის განცხადებით, არის იმის ილუსტრაცია, რომ ჩინეთს სურს ურთიერთობების გამყარება ევროკავშირთან. სამიტი გასული წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ჩინეთმა ჩაშალა ის ტიბეტელი სულიერი ლიდერის დალაი ლამასა და ევროკავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტ – ნიკოლა სარკოზის შეხვედრის გამო. ორშაბათს ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი გამოვიდა მოწოდებით, რომ დღევანდელ სამიტზე ევროკავშირმა ადამიანის უფლებების საკითხი განიხილოს.
XS
SM
MD
LG