Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ პოლიციისგან ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნება მოითხოვა


ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი დღეს იმყოფებოდა თბილისის საპატრულო პოლიციაში, რომლისგანაც ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნება მოითხოვა და წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ ავტომაგისტრალების გადაკეტვით დაიმუქრა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ პოლიციას მოსთხოვეს განმარტება, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე ჩამოერთვათ ავტომობილები აქციის მონაწილეებს, რომლებიც სამშაბათს შსს-ს პიკეტირებაში მონაწილეობდნენ. ოპოზიციის ლიდერთა ცნობით, გუშინ და დღეს დილით ჩამორთმეულია ოცამდე ავტომანქანა. თავის მხრივ, შსს-მ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვევის გამო გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დილით წავკისში, საგზაო წესების დარღვევის გამო პოლიციამ გააჩერა მერსედესი და მისი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა გადაწყვიტა, რასაც ხელს ალიანსი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე უშლიდა. მისთვის კუთვნილი ავტომანქანის ჩამორთმევის ფაქტი შსს-მ უარყო. საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიციის ავტოტრანსპორტი მოძრაობის შეფერხებისა და ავარიული სიტუაციების შექმნისთვის საჯარიმო სადგომებზე გადაიტანა. სამინისტროს ცნობითვე, დამრღვევი მძღოლების მიმართ პოლიციამ შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები გამოიყენა.
XS
SM
MD
LG