Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხროვანის ინციდენტის გამო ძებნილი კობა ოთანაძის მეორე ძმაც დააკავეს


სამართალდამცავებმა მუხროვანის ინციდენტის გამო ძებნილი კობა ოთანაძის მეორე ძმაც დააკავეს. ადვოკატ ონისე მებონიას ცნობით, ჯიმშერ ოთანაძესთან ერთად დაკავებულნი არიან მისი მეუღლე და ვაჟი, რომელთა ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ინფორმაცია დაკავებულთა ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ შსს-გან ჯერჯერობით ვერ მიიღო. ომბუდსმენი სამართალდამცავებს მოუწოდებს, ჯიმშერ ოთანაძისა და მისი ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელი აცნობონ, რათა კანონის შესაბამისად სახალხო დამცველის რწმუნებულები დაკავებულებს შეხვდნენ. მუხროვანის ინციდენტის გამო ძებნილი კობა ოთანაძის კიდევ ერთი ძმა ნუგზარ ოთანაძე 12 მაისს დააკავეს და ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია
XS
SM
MD
LG