Accessibility links

logo-print

ირანის საკონსტიტუციო კონტროლის ორგანომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოთხი კანდიდატი დაამტკიცა


ირანის საკონსტიტუციო კონტროლის ორგანომ, გუშაგთა საბჭომ, 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოთხი კანდიდატი დაამტკიცა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, მათ შორისაა ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტი, მკაცრი კურსის მიმდევარი მაჰმუდ აჰმადინეჟადიც. საბჭოს მიერ დამტკიცებული დანარჩენი სამი კანდიდატია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰოსეინ მუსავი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი მეჰდი ქარუბი და ირანის რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაური მოჰსენ რეზაი.
XS
SM
MD
LG