Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: აშშ-სთან მოლაპარაკებებში უნდა გათვალისწინებულ იქნეს ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმები


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ბირთვული არსენალის შემდგომი შემცირების შესახებ მოლაპარაკებებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმები. ლავროვმა თქვა, რომ შეუძლებელია შეიარაღების კონტროლის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში წარმატების მიღწევა, თუკი უგულებელყოფილი იქნება შეერთებული შტატების გეგმა, ევროპაში განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. დღეს შეერთებული შტატები და რუსეთი მეორე დღეა, მოლაპარაკებებს მართავდნენ 1991 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების შესაცვლელად, რომელსაც დეკემბერში გასდის ვადა.
XS
SM
MD
LG