Accessibility links

მოლდავეთის პარლამენტმა არჩევნების პირველ რაუნდში ვერ შეძლო პრეზიდენტის არჩევა


ზინაიდა გრეჩანი

ზინაიდა გრეჩანი

მოლდავეთის პარლამენტმა არჩევნების პირველ რაუნდში ვერ შეძლო პრეზიდენტის არჩევა. პარლამენტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვალერიუ სავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ზინაიდა გრეჩანიმ, რომელიც მმართველი კომუნისტური პარტიის კანდიდატია, მიიღო 60 ხმა - ერთით ნაკლები, ვიდრე საჭიროა 101-ადგილიანი პარლამენტის მიერ დამტკიცებისთვის. ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს დღევანდელ კენჭისყრას. გამარჯვების შემთხვევაში გრეჩანი პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვლის კომუნისტ ვლადიმირ ვორონინს, რომელსაც აღარა აქვს მესამე ვადით პრეზიდენტობის უფლება.
XS
SM
MD
LG