Accessibility links

logo-print

რუსეთი აქებს ბირთვული განიარაღების შესახებ რუსეთის და აშშ-ის შეხვედრას


რუსეთის დიპლომატმა, რომელმაც თავისი ვინაობა არ დაასახელა, ქებით მოიხსენია რუსეთის და აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელთა შორის ბირთვული არსენალის შემდგომი შემცირების შესახებ ორდღიანი შეხვედრა, რომელიც დასრულდა დღეს. ამავე ცნობით, შეხვედრა წარმატებული იყო კონსტრუქციული სულისკვეთებით წარიმართა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ბირთვული არსენალის შემდგომი შემცირების შესახებ მოლაპარაკებებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმები. ლავროვმა თქვა, რომ შეუძლებელია შეიარაღების კონტროლის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში წარმატების მიღწევა, თუკი უგულებელყოფილი იქნება შეერთებული შტატების გეგმა, ევროპაში განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. დღეს შეერთებული შტატები და რუსეთი მეორე დღეა, მოლაპარაკებებს მართავდნენ 1991 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების შესაცვლელად, რომელსაც დეკემბერში გასდის ვადა.

XS
SM
MD
LG