Accessibility links

logo-print

კვლევა ააშკარავებს ირლანდიის კათოლიკურ სკოლებში სასტიკ მოპყრობას ათწლეულების განმავლობაში


ირანდიის რესპუბლიკაში გამოქვეყნებული კომისიის ანგარიშის თანახმად, სკოლებსა და ბავშვთა სახლებში, რომლებსაც რელიგიური ორდენები მართავდნენ, ათასობით ბავშვის მიმართ ათწლეულების განმავლობაში ცემისა და გაუპატიურების შემთხვევები დასტურდება. ცხრა წლიანი კვლევა მოჰყვა ბრალდებებს მღვდლებისა და მონაზვნების მიმართ, რომ ისინი სასტიკად ეპყრობოდნენ ბავშვებს ასობით სკოლასა და ბავშვთა სახლში, 1930-იან წლებში. ანგარიშის მიხედვით, ვაჟთა დაწესებულებებში, სქესობრივი დანაშაული გავრცელებული მოვლენა იყო და მთავრობის მოხელეები ვერ ახერხებდნენ ამის აღკვეთას. ქურდობის, ასევე ცუდი ყოფაქცევისკენ მიდრეკილების მქონე, რთული ოჯახების შვილები - ქორწინების გარეშე გაჩენილების ჩათვლით - სულ 30 ათასამდე ბავშვი, მიბარებული იყო ამგვარ დაწესებულებებში.
XS
SM
MD
LG