Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოდან ბათუმში გაემგზავრება


საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტი აზერბაიჯანის პრეზმიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრით დაასრულა. ბაქოდან პირდაპირი ავიარეისით მიხეილ სააკაშვილი ბათუმში გაემგზავრება. ამ მიმართულებით რეგულარული ავიამომოსვლა ივნისიდან დაიწყება. აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან მიიღებს. როგორც აზერბაიჯანის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, ამჟამად ორი ქვეყანა მოლაპარაკებას გაზის ტარიფზე აწარმოებს.
XS
SM
MD
LG