Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა პრეზიდენტ ობამას


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აშშ-ში საქართველოს ელჩს, ბათუ ქუთელიას უთხრა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დახმარებას. გუშინ ქუთელიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა ობამას. "პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაინტერესებულია საქართვეოლში დემოკრატიის შემდგომი განვითარებით და იმით, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების მოდელი იყოს რეგიონში", თქვა ცერემონიაზე ქუთელიამ. ქუთელიას თქმით, მან ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა უსაფრთხოების პრობლემები და საქართველოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში.
XS
SM
MD
LG